ჩვენი კლიენტებისთვის გაწეული საკონსულტაციო მომსახურება მიმართულია რესურსების ეფექტური გამოყენებისკენ და საშუალებას ვაძლევთ, აირჩიონ სწორი მიმართულება კონკურენტულ ბაზარზე და შეინარჩუნონ არსებული უპირატესობა.
ჩვენი კონსულტაცია მოიცავს:
თანამედროვე ბიზნესისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ბუღალტერიის სწორი წარმოებაა, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნასა და უდიდეს გამოცდილებას მოითხოვს.
ჩვენ გთავაზობთ, როგორც „პერსონალური ბუღალტრის“ მომსახურებას, ასევე სრულ ან ნაწილობრივ აუთსორსინგს, რაც დაგეხმარებათ, მნიშვნელოვნად დაზოგოთ ფიზიკური, გონებრივი და ფინანსური რესურსები და აწარმოოთ საბუღალტრო ოპერაციები სანდო პარტნიორზე დაყრდნობით. ყოველივე ეს განაპირობებს ინვესტორებისა და საზოგადოების ნდობას.
ჩვენი გუნდი, პროფესიონალი ბუღალტრები და აუდიტორები, საუკეთესო მომსახურებას გთავაზობთ.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მომსახურება დაზღვეულია წამყვანი სადაზღვევო კომპანიის მიერ.
საბუღალტრო მომსახურება მოიცავს:
ჩვენი კომპანია გთავაზობთ სრულ საგადასახადო მომსახურებას და მზად ვართ, ნებისმიერ ეტაპზე ჩავერთოთ სამუშაო პროცესში.
შემოთავაზებულ მომსახურებაში გაერთიანებულია შემდეგი პუნქტები:
გადასახადებთან დაკავშირებული რისკების შეფასება და მართვა, გამოვლენილ ხარვეზებზე რეკომენდაციის გაცემა;
ფინანსური ანგარიშგების მიზანი მომხმარებელთა ფართო წრისთვის საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.
ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მიზნად ისახავს გონივრული რწმუნების მოპოვებას იმის თაობაზე, რომ ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტში სამართლიანად წარმოდგენს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ.
ჩვენი მომსახურების ფარგლებში ჩაგიტარებთ სრულ ფინანსურ აუდიტს, ასევე დაგეხმარებით ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში, რაც მოიცავს:
სრულყოფილ ფინანსურ ანგარიშგებაზე დაყრდნობით მომხმარებელს საშუალებას ეძლევა მიიღოს სწორი და ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილება.